„კავკასიის უნივერსიტეტში“ სასმელით სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

12:26, 05.10.2026

„კავკასიის უნივერსიტეტში“ სასმელით სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“, Welcome Party-ზე სასმელით სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად რამდენიმე სტუდენტი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

მსგავსი