„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფება
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი.
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.


