„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, რომ საგარეჯოში დაშავებულ ერთ-ერთ პირს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტს კლინიკიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, რომ საგარეჯოში დაშავებულ ერთ-ერთ პირს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტს კლინიკიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მკურნალობს, თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის, ქირურგ-ოფთალმოლოგის, რევაზ ომიაძის განცხადებით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, პაციენტს კლინიკიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

„გამთენიისას შემოიყვანეს პაციენტი თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობით. თვალში ჰქონდა უცხო სხეული. ჩატარდა პირველადი სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია. მოხდა თვალის კაკლის აღდგენა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე მხედველობაზე საუბარი ნაადრევია. მხედველობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას ზუსტად ჯერ ვერ გეტყვით. დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდება ეს. შესაძლოა, შემდეგში რეკონსტრუქციული ოპერაცია დასჭირდეს. პაციენტი, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება. ამჟამად პოსტოპერაციულ სივრცეში იმყოფება, საიდანაც რამდენიმე საათში პალატაში გადაიყვანენ“, – განაცხადა რევაზ ომიაძემ.