კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში ჩავიდა
კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში ჩავიდა

კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ლუის ბონო სომხეთში ჩავიდა. როგორც სომხური მედია წერს, ლუის ბონო უკვე შეხვდა სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ამერიკელმა დიპლომატმა მოლაპარაკებები გამართა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, არმენ გრიგორიანთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, მჰერ გრიგორიანთან. შეხვედრაზე განხილული იყო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების საკითხი.

„საუბარი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პროცესში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პერსპექტივას“, – განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.