„კავკასია“ ჩრდილოეთის ლიგაზე ლიეტუვურ „იონავასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

20:49, 28.10.2026

ჩრდილოეთის ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა საკალათბურთო კლუბმა „კავკასიამ“, რომელმაც ლიეტუვურ „იონავას“ ესტუმრა და 67:80 დამარცხდა.

ქართული გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური სხვაობით იგებდა, თუმცა მესამე პერიოდში ლიეტუველებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

„კავკასიაში“ 14 ქულითა და 13 მოხსნით გიორგი ტურძილაძე გამოირჩა. ჯასტინ ფორესტმა 13 ქულა ჩააგდო, „იონავაში“ კი 21 ქულა ნიკოლას ჯონსონს ჰქონდა.

„კავკასია“ მომდევნო მატჩს 18 ნოემბერს ავსტრიული „კაპფენბერგის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი