„კავეა გალერიაში“ ვასილ მაღლაფერიძის დოკუმენტური სერიალის „მოგზაურობა ისტორიაში - აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“ პრემიერა გაიმართა [ვიდეო]

14 ნოემბრიდან საქართველოს პირველი არხის ეთერში ვასილ მაღლაფერიძის დოკუმენტური სერიალი „მოგზაურობა ისტორიაში – აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“ იწყება.

10-ეპიზოდიანი საავტორო პროექტი აბრეშუმის გზაზე და ამ კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე გვიამბობს.

დოკუმენტური სერიალის პირველი ეპიზოდის ჩვენება „კავეა გალერიაში“ დღეს გაიმართა.

30-წუთიანი ეპიზოდებით გადაცემის ავტორი მაყურებელთან ერთად იმ გზას გაივლის, რომელიც კავკასიონის ჩრდილოეთითა და სამხრეთით არსებულ ცივილიზაციებს ერთმანეთთან აკავშირებდა.

სერიალის რეჟისორი ლევან ახობაძეა.

მაყურებელი პროექტს ყოველ კვირა დღეს, 19:00 საათზე საქართველოს პირველი არხის ეთერში ნახავს.

ამასთან, მაყურებელი პროექტის პრემიერას საქართველოს პირველი არხის აპლიკაციაში – 1TVPLAY შაბათს, 19:00 საათზე იხილავს.

დატოვე კომენტარი