საფრანგეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ უკვე ჩემპიონის ამპლუაში შინ იღებდა „გენგამს“ და კინაღამ დამარცხდა.
სტუმრები ბლასისა და ბრიანის გოლებით ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ – 2:0. პსჟ წაგებას გადაარჩინა ედინსონ კავანიმ, რომელმაც 75-ე და 82-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
კავანის საფრანგეთის ჩემპიონატში „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში 115 გოლი დაუგროვდა და გაუსწრო პარიზული კლუბის წინა რეკორდსმენს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელსაც ასევე 23 გოლი ჰქონდა.