კავანიმ „ინტერ მაიამისთან“ შეთანხმებას მიაღწია
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ედინსონ კავანიმ, შესაძლოა, კარიერა „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) გააგრძელოს.
გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, 32 წლის ურუგვაელმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია „ინტერ მაიამისთან“. ამ კლუბის მფლობელი დევიდ ბექჰემი „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი ნახევარმცველია. ის MLS-ში გამოსვლას 2020 წელს დაიწყებს. კავანი „ინტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ივნისში იწურება.
კავანი „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 2013 წელს 64.5 მილიონ ევროდ გადავიდა. ფორვარდმა დედაქალაქურ კლუბში 283 მატჩი ჩაატარა, 195 გოლი გაიტანა და 40 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის საფრანგეთის ხუთგზის ჩემპიონია დაა ოთხჯერ აქვს მოგებული საფრანგეთის თასი.