კავაი ლეონარდის მიერ ჩაგდებული „ბაზერის“ ეს კადრი წლის საუკეთესო სპორტულ ფოტოდ აღიარეს
კავაი ლეონარდის მიერ ჩაგდებული „ბაზერის“ ეს კადრი წლის საუკეთესო სპორტულ ფოტოდ აღიარეს

კავაი ლეონარდი „ტორონტო რეპტორსს“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველი ტიტულის მოგებაში დაეხმარა. აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ტორონტოელებმა „ფილადელფია” შვიდ მატჩან სერიაში დაამარცხეს. გადამწყვეტი შეხვედრის საკვანძო მომენტი კავაი ლეონარდის მიერ ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთი გახდა, რომელმაც „რეპტორსს“ გამარჯვება მოუტანა.

ფოტოგრაფმა მარკ ბლინჩმა აღნიშნული ეპიზოდის კამერაზე დაფიქსირება მოახერხა. ეს ფოტო კი 2020 წლის მსოფლიო პრესის მიერ გადაღებულ ფოტოკონკურსში სპორტის სფეროში საუკეთესოდ აღიარეს. მატჩი „ტორონტოს“ გამარჯვებით 92:90 დასრულდა.