კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება

20:46, 21.03.2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება კვირას, 22 მარტს, სავარაუდოდ, 15:00 საათისთვის და პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.

სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მსგავსი