კათოლიკოს-პატრიარქი 31 ოქტომბრის არჩევნებზე გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს ხმას
კათოლიკოს-პატრიარქი 31 ოქტომბრის არჩევნებზე გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს ხმას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს ხმას.

როგორც საქართველოს პირველ არხს საპატრიარქოს პრესცენტრში განუცხადეს, ილია მეორისთვის გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ.

როგორც საპატრიარქოში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

ხმის მიცემის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესცენტრი გაავრცელებს.