კათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს 4 აპრილს აღნიშნავს
კათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს 4 აპრილს აღნიშნავს

კათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს 4 აპრილს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდება.

თბილისის ქალწული მარიამის ზეცად აღყვანების კათედრალურ ტაძარში საპასექო მსახურება 3 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება და მას კავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ჩაატარებს. აღდგომას, 4 აპრილს კი, სააღდგომო დღის წირვა 12:00 საათზე ჩატარდება.

კავკასიის ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია ვნების შვიდეულის ლიტურგიათა განრიგს საქართველოში მოქმედი ყველა კათოლიკური სამრევლოსთვის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

დატოვე კომენტარი