კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულ გულშემატკივრებს სიცხე და წყლის დეფიციტი აწუხებთ #1TVSPORT
კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულ გულშემატკივრებს სიცხე და წყლის დეფიციტი აწუხებთ #1TVSPORT

england365.gr ამტკიცებს, რომ კატარში ჩასული გულშემატკივრები დისკომფორტს განიცდიან, რადგან საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა, ფანებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზონებში კი წყლის ყიდვას ვერ ახერხებენ.

„მსოფლიო ჩემპიონატი კვირას, (თბილისის დროით 20:00 საათზე), მასპინძელი კატარისა და ეკვადორის ნაკრებების მატჩით იხსნება, თუმცა სტადიონებთან ახლოს, გულშემატკივართათვის გამოყოფილ სპეციალურ ზონებში, რთული სიტუაციაა. ვინც ამ ზონებში არსებული ხარვეზების გადაღებას განაგრძობს, მობილური ტელეფონების ჩამორთმევით ემუქრებიან, გარდა ამისა, ქომაგები წუხილს გამოთქვამენ, რომ წყლის ყიდვას ვერ ახერხებენ.

სტადიონ „ლუსაილთან“ მიმდებარე ფანზონაში წყალსა და გაგრილებას ითხოვენ, მაგრამ პასუხს იღებენ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ იქ ყოფნის დამადასტურებელი სპეციალური სამაჯური, თუმცა, სამაჯურები არ არის! გამოსავალი კი უახლოესი მაღაზიაში წასვლაა, რომელთან მისვლასაც დაახლოებით ერთი საათი სჭირდება“ – წერს ბერძნული გამოცემა.