კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანის თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მაჯედ ალ ანსარი აცხადებს, რომ გაზით მდიდარ ქვეყანაზე ირანის თავდასხმები „უპასუხოდ არ დარჩება“.
მისი თქმით, ირანის თავდასხმები მოიცავდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ კატარის მთელ ტერიტორიას.
„ასეთი თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ბრიფინგზე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მაჯედ ალ ანსარმა ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის მცდელობა იყო ჰამადის საერთაშორისო აეროპორტზეც. მისი განმარტებით, ქვეყანაში 8 000-ზე მეტი ადამიანია ჩარჩენილი, რადგან კატარის საჰაერო სივრცე ამ დრომდე დახურულია.