კატარის პრემიერი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის გაწეულმა ძალისხმევამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა შეთანხმება კვლავ არ შემდგარა
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის გაწეულმა ძალისხმევამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა შეთანხმება კვლავ არ შემდგარა, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ გარკვეული პროგრესი სხვა შეხვედრებთან შედარებით, თუმცა უნდა ვიპოვოთ პასუხი საბოლოო კითხვაზე – როგორ დავასრულოთ ეს ომი. ეს არის მოლაპარაკებების მთავარი საკითხი“, – განაცხადა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ.
ცნობისთვის, 18 მარტს ისრაელმა განაახლა ღაზაზე შეტევა და განაცხადა, რომ გააგრძელებს ზეწოლას „ჰამასზე“, ვიდრე ისინი არ გაათავისუფლებენ ღაზაში დარჩენილ მძევლებს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში თითქმის 52 000 ადამიანი დაიღუპა.