კატარის მთავრობა აცხადებს, რომ ღაზის სექტორის დაბომბვის გაგრძელება შუამავლობის ძალისხმევას ართულებს
კატარის მთავრობა აცხადებს, რომ ღაზის სექტორის დაბომბვის გაგრძელება შუამავლობის ძალისხმევას ართულებს

ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის შუამავალი კატარის მთავრობა აცხადებს, რომ ღაზის სექტორის დაბომბვის გაგრძელება შუამავლობის ძალისხმევას ართულებს.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის განახლება ამწვავებს ჰუმანიტარულ კატასტროფას.

„კატარი წუხილს გამოთქვამს ღაზის სექტორის წინააღმდეგ ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ ისრაელის აგრესიის განახლებასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, რომლის მიზანი პაუზის დაბრუნებაა“, – აღნიშნულია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.