კატარის ემირი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება
Emir of Qatar Sheikh Tamim bin Hamad Al Thani looks on as he attends a press conference with Iranian President Masoud Pezeshkian (not pictured), in Tehran, Iran. February 19, 2025. Majid Asgaripour/WANA (West Asia News Agency) via REUTERS/File Photo
კატარის ემირი, შეიხი თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემებს შორის იქნება უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხები. კრემლში აცხადებენ, რომ ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ რეგიონულ საკითხებზე.
როგორც ცნობილია, კატარმა არაერთხელ სცადა, ორ ქვეყანას შორის მედიატორის როლი ეთამაშა.