კატარის ემირი ისრაელს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებს
კატარის ემირი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი ისრაელს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მუდმივ დარღვევაში ადანაშაულებს.
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, კატარის საკანონმდებლო ორგანოს, შურას საბჭოს სხდომის გახსნისას ემირმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელი რეგიონში დაძაბულობას თავად ზრდის.
მისი თქმით, კატარი გმობს ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიაზე თავდასხმებს და ასევე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მუდმივ დარღვევას.
ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი შუამავალი, აშშ-თან, ეგვიპტესa და თურქეთთან ერთად, კატარი იყო.
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, „ჰამასის“ დე ფაქტო ლიდერი ხალილ ალ ჰაია კატარში მოლაპარაკებისთვის ხშირად ჩადის.