კატარის ემირი – ისრაელმა განზრახ აირჩია, გაეფართოებინა აგრესია, რათა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ლიბანში თავისი გეგმები განეხორციელებინა

15:28, 15.10.2024

ისრაელმა განზრახ აირჩია, გაეფართოებინა აგრესია, რათა განეხორციელებინა წინასწარ მომზადებული გეგმები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ლიბანში, – ამის შესახებ კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ განაცხადა.

დოჰაში კატარის შურას საბჭოს გახსნისას ალ-ტანიმ აღნიშნა, რომ ლიბანის საზღვარზე ესკალაციის შესაჩერებლად ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა არის ომის შეჩერება ღაზაში.

„განადგურება არ იმუშავებს გამძლე პალესტინელ ხალხთან, რომელიც იცავს თავის ლეგიტიმურ უფლებებს“, – განაცხადა კატარის ემირმა.

კატარი მთავარი შუამავალია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის მცდელობებში.

მსგავსი