კატარი 2022 | უკეთეს თამაშს ვერც ვისურვებდი – მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ილონ მასკიც დაესწრო #1TVSPORT

12:18, 19.12.2022

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებას არგენტინისა და საფრანგეთის ნაკებებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრო, რომლებმაც თამაშით აღტაცება ვერ დამალეს.

ერთ-ერთი მათგანი ილონ მასკია – SpaceX-ის დამფუძნებელი, Tesla-ს და Twitter-ის მფლობელია. მასკი მატჩს დაესწრო, იგი სოციალურ ქსელში ფინალის მსვლელობის დროსაც აქვეყნებდა პოსტებს და საბოლოო შედეგსაც გამოეხმაურა.

„დუელი უდაბნოში. უკეთეს თამაშს ვერც ვისურვებდი. წარმოუდგენელი ფეხბურთია“, – წერს ილონ მასკი.

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა (3:3, 2:4 პენალტების სერიაში) და ტიტულს მესამედ დაეუფლა.

მსგავსი