კატარი 2022 | საფრანგეთთან ერთად, მერვედფინალში ავსტრალია გავიდა - ტუნისმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | საფრანგეთთან ერთად, მერვედფინალში ავსტრალია გავიდა - ტუნისმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

D ჯგუფში ფავორიტი თავიდანვე გამოიკვეთა – საფრანგეთის ნაკრებმა საწყის ორ ტურში დანია და ავსტრალია დაამარცხა და წინასწარ გაინაღდა პლეი-ოფის საგზური. მეორე გამსვლელი ადგილისთვის ტუნისი, დანია და ავსტრალია იბრძოდნენ.

ყველაზე რთულ სიტუაციაში ერთი ფრის მქონე ტუნისი იყო, რომელმაც ბოლო ტურში საფრანგეთთან ითამაშა. აფრიკულმა გუნდმა მოიგო კიდეც, თუმცა ეს პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. მერვედფინალის მონაწილე მეორე გუნდი (ამ ჯგუფიდან) ავსტრალიისა და დანიის დაპირისპირებაში გამოვლინდა.

 

დანიის ნაკრებმა შარშან ევროპის ჩემპიონატი იმდენად ეფექტურად ჩაატარა, ვერავინ იფიქრებდა, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა გაუჭირდებოდა. პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად მას ავსტრალიის დამარცხება სჭირდებოდა.

თუმცა სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლებმა დანიასთანაც დაგვანახეს, რომ კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. მათ პირველზე უკეთ მეორე ტაიმში ითამაშეს და სწორედ მაშინ, როცა მათი ჯგუფიდან გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა (ტუნისმა საფრანგეთს გაუტანა), გოლიც მიითვალეს. ეს ინდივიდუალური მოქმედებით ლეკიმ მოახერხა.

მატჩი ასეც დასრულდა – 1:0 ავსტრალიის სასარგებლოდ.

 

 

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, საფრანგეთთან ტუნისელებმა პირველიდან ბოლო წუთამდე ღირსეულად იბრძოლეს. პირველ ტაიმში კარში ევროპელებზე მეტჯერაც დაარტყეს და 58-ე წუთზე ხაზრის მიერ გატანილი გოლი კონტექსტიდან ამოვარდნილად ნამდვილად არ ჩანდა.

ამ გოლით ტუნისმა ჯგუფიდან გამსვლელ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ოღონდ დროებით: ზუსტად ორ წუთში პარალელურად მიმდინარე მატჩში ავსტრალია 1:0 დაწინაურდა და ტუნისს კვლავ წაართვა მეორე ადგილი.

ტუნისელებს ისღა დარჩენოდათ, ფრანგებთან ბოლომდე ებრძოლათ და დანიის გოლს დალოდებოდნენ. მოლოდინი ამაო აღმოჩნდა – აფრიკელებმა ჩემპიონატი ჯგუფურ ეტაპზე ღირსეულად, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხებით დაასრულეს.

D ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 22.11.2022 17:00 დანია-ტუნისი 0:0
I ტური 22.11.2022 23:00 საფრანგეთი-ავსტრალია 4:1
II ტური 26.11.2022 14:00 ტუნისი-ავსტრალია 0:1
II ტური 26.11.2022 20:00 საფრანგეთი-დანია 2:1
III ტური 30.11.2022 19:00 ავსტრალია-დანია 1:0
III ტური 30.11.2022 19:00 ტუნისი-საფრანგეთი 1:0

 

D ჯგუფი
1 საფრანგეთი 3 2 0 1 6-3 6
2 ავსტრალია 3 2 0 1 3-4 6
3 ტუნისი 3 1 0 1 1-1 3
4 დანია 3 0 1 2 1-3 1