კატარი 2022 | პირველი სამი ქულა მსოფლიო ჩემპიონატზე – კოსტა რიკამ იაპონია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის ნაკრებთან სენსაციური მოგების შემდეგ იაპონიის ნაკრებმა E ჯგუფში მეორე ტურის მატჩი კოსტა რიკასთან გამართა, რომელიც, თავის მხრივ, პირველ ტურში ესპანეთთან 0:7 დამარცხდა.
თამაში დაბალ ტემპში დაიწყო და პირველი ტაიმი ისე მიილია, გუნდებს, ფაქტობრივად, სახიფათო მემენტები არც შეუქმნიათ.
მეორე ტაიმი შედარებით აქტიურად იაპონელებმა დაიწყეს და პირველსავე წუთზე სახიფათო მომენტი შექმნეს — კოსტარიკელები მეკარე კეილორ ნავასმა გადაარჩინა.
ამის შემდეგ იაპონელები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ და კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ მე-80 წუთზე კოსტარიკელებმა ერთ-ერთი იშვიათი შეტევა განახორციელეს, რომელიც ფულერმა ზუსტი დარტყმით დაასრულა და კოსტა რიკამ ამ ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა.
საბოლოოდ კოსტა რიკამ მოახერხა შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა, პირველი სამი ქულა მოიპოვა და E ჯგუფში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა.
E ჯგუფი
| ტური | თარიღი | დრო | თამაში | ანგარიში |
| I ტური | 23.11.2022 | 17:00 | გერმანია-იაპონია | 1:2 |
| I ტური | 23.11.2022 | 20:00 | ესპანეთი-კოსტა რიკა | 7:0 |
| II ტური | 27.11.2022 | 14:00 | იაპონია-კოსტა რიკა | 0:1 |
| II ტური | 27.11.2022 | 23:00 | ესპანეთი-გერმანია | : |
| III ტური | 01.12.2022 | 23:00 | კოსტა რიკა-გერმანია | : |
| III ტური | 01.12.2022 | 23:00 | იაპონია-ესპანეთი | : |
| E ჯგუფი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1 | ესპანეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 7-0 | 3 |
| 2 | იაპონია | 2 | 1 | 0 | 1 | 2-2 | 3 |
| 3 | კოსტა რიკა | 2 | 1 | 0 | 1 | 1-7 | 3 |
| 4 | გერმანია | 1 | 0 | 0 | 1 | 1-2 | 0 |