კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი - არგენტინამ ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობით ითამაშა #1TVSPORT
არგენტინა კატარში მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით ისტორიის შექმნას ისახავს მიზნად, მაგრამ პირველ ტურში საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა და რთულ მდგომარეობაშია. შესაძლოა, მიზეზი ასაკოვანი მოთამაშეების სიმრავლეა – საუდის არაბეთის წინააღმდეგ თამაშით სამხრეთამერიკული ქვეყნის ნაკრები გახდა ყველაზე ხანდაზმული შემადგენლობის მქონე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში – ამას შესახებ ანალიტიკური კომპანია „ოპტა“ წერს:
„არგენტინა გახდა პირველი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც თამაში 34+ ასაკის ოთხი ფეხბურთელით დაიწყო“.
თუმცა, საუდის არაბეთის ენერგიულ გუნდს არგენტინამ ვერც გამოცდილებით და ვერც კლასით ვერაფერი მოუხერხა. ამ სიაში ყველაზე ასაკოვანი გუნდის ლიდერი, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ლიონელ მესია, რომლის გარეშეც არგენტინის ნაკრები და მსოფლიო ჩემპიონატიც წარმოუდგენელია – ის 35 წლისაა. დანარჩენი სამი ასაკოვანი ფეხბურთელი 34 წლისაა – „იუვენტუსის“ შემტევი ანხელ დი მარია, „ბენფიკას“ მცველი ნიკოლას ოტამენტი და „სევილიას“ შემტევი ნახევარმცველი პაპუ გომესი.