კატარი 2022 | მესამე მერვედფინალისტი პორტუგალიის ნაკრები გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | მესამე მერვედფინალისტი პორტუგალიის ნაკრები გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

მეორე ტურის დასკვნითი შეხვედრა „ლუსაილის“ სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ H ჯგუფის წარმომადგენლები — პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებები წარსდგნენ.

 

საწყისი წუთები პორტუგალიელთა აქტიურობით წარიმართა, თუმცა ყველაზე რეალური მომენტი 31-ე წუთზე ურუგვაიმ შექმნა — როდრიგო ბენტანკური შესანიშნავი სოლორეიდის შემდეგ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ დიოგო კოშტას ვერ აჯობა.

მეორე ტაიმი გუნდებმა შედარებით დაბალ ტემპში დაიწყეს. 54-ე წუთზე, პორტუგალიელთა შეტევის შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა საჯარიმოში მაღალი ბურთი გაუშვა და ისე, რომ არავის შეხებია, ურუგვაელთა კარში აღმოჩნდა — 1:0.

ურუგვაი შეეცადა თამაშის გადარჩენას და 75-ე წუთზე კარგი მომენტიც შექმნა, მაგრამ მაქსი გომესის დარტყმული ძელს მოხვდა. ურუგვაის ნაკრებს კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ლუის სუარესმა არაზუსტად დაარტყა, არასკაეტას კი დიეგო კოშტამ აჯობა.

ბოლო წუთზე ურუგვაელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:0.

პორტუგალის ნაკრები მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ნაადრევად მოიპოვა პლეი ოფის საგზური.

ბოლო ტურში ურუგვაის ნაკრები განას შეხვდება, პორტუგალია კი — სამხრეთ კორეას. თამაშები 2 დეკემბერს გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

 

H ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 24.11.2022 17:00 ურუგვაი-სამხრეთ კორეა 0:0
I ტური 24.11.2022 20:00 პორტუგალია-განა 3:2
II ტური 28.11.2022 17:00 სამხრეთ კორეა-განა 2:3
II ტური 28.11.2022 23:00 პორტუგალია-ურუგვაი 2:0
III ტური 02.12.2022 19:00 განა-ურუგვაი :
III ტური 02.12.2022 19:00 სამხრეთ კორეა-პორტუგალია :

 

H ჯგუფი
1 პორტუგალია 2 2 0 0 5-2 6
2 განა 2 1 0 1 5-5 3
3 ურუგვაი 2 0 1 1 0-2 1
4 სამხრეთ კორეა 2 0 1 1 2-3 1