კატარი 2022 | ლუკა მოდრიჩი სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს #1TVSPORT
ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა ეროვნულ გუნდში საკუთარ მომავალზე ილაპარაკა. ნახევარმცველის სიტყვებით, ამ მომენტში ის ვერ ხედავს ხორვატიის ნაკრებში კარიერის დასრულების აუცილებლობას.
„მე არ ვტოვებ ეროვნულ გუნდს. თავს კარგ ფორმაში ვგრძნობ და დავრჩები აქ, სადამდეც შევძლებ. არ მაქვს წასვლის მიზეზი. ეს ჩემი არჩევანია.
ხალხი ამბობს, რომ უნდა დავტოვო ნაკრები და საკლუბო ფეხბურთზე ვკონცენტრირდე. მე ამას არ ვეთანხმები“, – მოჰყავს მოდრიჩის სიტყვები გამოცემა Madrid Xtra-ს.
37 წლის მოდრიჩის ანგარიშზე 158 მატჩია ხორვატიის ნაკრებში.