კატარი 2022 | ლუი ვან გაალი - მნიშვნელოვანია, რომ პლეი ოფის მატჩებს პოზიტიური განწყობით შევხვდებით #1TVSPORT
კატარი 2022 | ლუი ვან გაალი - მნიშვნელოვანია, რომ პლეი ოფის მატჩებს პოზიტიური განწყობით შევხვდებით #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ნიდერლანდების ნაკრებმა მასპინძელი კატარი დაამარცხა (2:0) და პლეი ოფში გავიდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ნაკრებში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„კატართან მატჩის დროს ბურთს უფრო მეტად ვფლობდით, ვიდრე ეკვადორთან. მემფის დეპაიმ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მან ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ მემფისს უნდა გავუფრთხილდეთ, თითქმის ორი თვეა არ უთამაშია და ბოლომდე სასურველ კონდიციებში არ არის.

მნიშვნელოვანია, რომ პლეი ოფის მატჩებს პოზიტიური განწყობით შევხვდებით. რაც შეეხება კოდი გაკპოს, ის ახალგაზრდაა და ყველანაირი მონაცემები აქვს, რომ მომავალში დიდი ვარსკვლავი გახდეს“ – განაცხადა ვან გაალმა Marca-სთან საუბრის დროს.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა 7 ქულა დააგროვა, A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსან აშშ-ის ნაკრებს შეხვდება.