ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი აღფრთოვანდა პოლონეთის წინააღმდეგ არგენტინის ნაკრების ფორვარდის, ლიონელ მესის თამაშით.
„რა დიდი სიამოვნებაა მესის თამაშზე ცოცხლად დაკვირვება. თუნდაც აჩქარება ისეთი აღარ იყოს, როგორიც ადრე, ის, უბრალოდ, სხვა დონეზეა.
ფეხბურთელი, რომელსაც სიხარული მოაქვს“, – დაწერა „ტვიტერში“ ლინეკერმა.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში არგენტინამ პოლონეთი 2:0 დაამარცხა და პირველი ადგილით გადავიდა პლეი ოფში, სადაც ავსტრალიას შეხვდება.