კატარი 2022 | ლევანდოვსკიმ პენალტი ვერ გამოიყენა - მექსიკამ და პოლონეთმა ნულოვანი ფრე ითამაშეს #1TVSPORT
C ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს მექსიკა და პოლონეთი დაუპირისპირდნენ. ამ ნაკრებებმა აქამდე ერთმანეთთან სულ რვაჯერ ითამაშეს და თანაბარი სტატისტიკა ჰქონდათ – სამ-სამი მოგება და ორი ფრე. C ჯგუფი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, რადგან საუდის არბეთთან არგენტინის სენსაციური მარცხის შემდეგ ჯგუფში მდგომარეობა დაძაბული და არაპროგნოზირებადია.
მატჩის პირველმა ნახევარმა თითქმის თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, გუნდებმა რეალური საგოლე მომენტების შექმნა ვერ მოახერხეს და ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში მექსიკა მცირე უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანის იდეალური შანსი 55-ე წუთზე პოლონეთის ნაკრებს მიეცა. ლევანდოვსკის წინააღმდეგ მორენომ უხეშად ითამაშა და მექსიკელთა კარში პენალტი დაინიშნა. თუმცა პოლონეთის ნაკრების ლიდერის დარტყმული მეკარე ოჩოამ მოიგერია და მექსიკის ნაკრები გადაარჩინა. მეორე ტაიმს არბიტრმა 7 წუთი დაამატა, მაგრამ გუნდებმა თამაშში გარდატეხა ვეღარ შეიტანეს და მატჩი 0:0 დასრულდა.
C ჯგუფი
ტური |
თარიღი |
დრო |
თამაში |
ანგარიში |
I ტური |
22.11.2022 |
14:00 |
არგენტინა-საუდის არაბეთი |
1:2 |
I ტური |
22.11.2022 |
20:00 |
მექსიკა-პოლონეთი |
0:0 |
II ტური |
26.11.2022 |
17:00 |
პოლონეთი-საუდის არაბეთი |
: |
II ტური |
26.11.2022 |
23:00 |
არგენტინა-მექსიკა |
: |
III ტური |
30.11.2022 |
23:00 |
საუდის არაბეთი-მექსიკა |
: |
III ტური |
30.11.2022 |
23:00 |
პოლონეთი-არგენტინა |
: |
C ჯგუფი |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
საუდის არაბეთი |
1 |
1 |
0 |
0 |
2-1 |
3 |
2 |
პოლონეთი |
1 |
0 |
1 |
0 |
0-0 |
1 |
3 |
მექსიკა |
1 |
0 |
1 |
0 |
0-0 |
1 |
4 |
არგენტინა |
1 |
0 |
0 |
1 |
1-2 |
0 |