კატარი 2022 | ლევანდოვსკიმ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა - პოლონეთმა საუდის არაბეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
პირველ ტურში არგენტინის ნაკრებთან ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ საუდის არაბეთის ნაკრები პოლონეთს შეხვდა და 0:2 დამარცხდა.
ანგარიში მე-40 წუთზე პოლონელებმა გახსნეს, გოლი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა, პიოტრ ზელინსკიმ გაიტანა. არბიტრის მიერ დამატებულ დროში საუდის არაბეთს ანგარიშის გათანაბრების რეალური შესაძლებლობა პირველსავე ტაიმში ჰქონდა — პოლონელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ალ დოსარმა ვოიოცეხ შჩესნის ვერ აჯობა და პირველი ტაიმი პოლონელებმა მოიგეს.
მეორე ტაიმში საუდელები აქტიურად უტევდნენ და თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს — 82-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი გოლი გაიტანა და, ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც შეხვედრის ბედი.
C ჯგუფი
ტური |
თარიღი |
დრო |
თამაში |
ანგარიში |
I ტური |
22.11.2022 |
14:00 |
არგენტინა-საუდის არაბეთი |
1:2 |
I ტური |
22.11.2022 |
20:00 |
მექსიკა-პოლონეთი |
0:0 |
II ტური |
26.11.2022 |
17:00 |
პოლონეთი-საუდის არაბეთი |
2:0 |
II ტური |
26.11.2022 |
23:00 |
არგენტინა-მექსიკა |
: |
III ტური |
30.11.2022 |
23:00 |
საუდის არაბეთი-მექსიკა |
: |
III ტური |
30.11.2022 |
23:00 |
პოლონეთი-არგენტინა |
: |
C ჯგუფი |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
პოლონეთი |
2 |
1 |
1 |
0 |
2-0 |
4 |
2 |
საუდის არაბეთი |
2 |
1 |
0 |
1 |
2-3 |
3 |
3 |
მექსიკა |
1 |
0 |
1 |
0 |
0-0 |
1 |
4 |
არგენტინა |
1 |
0 |
0 |
1 |
1-2 |
0 |