კატარი 2022 | ლევანდოვსკიმ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა – პოლონეთმა საუდის არაბეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
პირველ ტურში არგენტინის ნაკრებთან ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ საუდის არაბეთის ნაკრები პოლონეთს შეხვდა და 0:2 დამარცხდა.
ანგარიში მე-40 წუთზე პოლონელებმა გახსნეს, გოლი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა, პიოტრ ზელინსკიმ გაიტანა. არბიტრის მიერ დამატებულ დროში საუდის არაბეთს ანგარიშის გათანაბრების რეალური შესაძლებლობა პირველსავე ტაიმში ჰქონდა — პოლონელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ალ დოსარმა ვოიოცეხ შჩესნის ვერ აჯობა და პირველი ტაიმი პოლონელებმა მოიგეს.
მეორე ტაიმში საუდელები აქტიურად უტევდნენ და თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს — 82-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი გოლი გაიტანა და, ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც შეხვედრის ბედი.
C ჯგუფი
| ტური | თარიღი | დრო | თამაში | ანგარიში |
| I ტური | 22.11.2022 | 14:00 | არგენტინა-საუდის არაბეთი | 1:2 |
| I ტური | 22.11.2022 | 20:00 | მექსიკა-პოლონეთი | 0:0 |
| II ტური | 26.11.2022 | 17:00 | პოლონეთი-საუდის არაბეთი | 2:0 |
| II ტური | 26.11.2022 | 23:00 | არგენტინა-მექსიკა | : |
| III ტური | 30.11.2022 | 23:00 | საუდის არაბეთი-მექსიკა | : |
| III ტური | 30.11.2022 | 23:00 | პოლონეთი-არგენტინა | : |
| C ჯგუფი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1 | პოლონეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 2-0 | 4 |
| 2 | საუდის არაბეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 2-3 | 3 |
| 3 | მექსიკა | 1 | 0 | 1 | 0 | 0-0 | 1 |
| 4 | არგენტინა | 1 | 0 | 0 | 1 | 1-2 | 0 |