კატარი 2022 | კრიშტიანო რონალდო - გულშემატკივართა მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიამ უკვე მოიგო #1TVSPORT
კატარი 2022 | კრიშტიანო რონალდო - გულშემატკივართა მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიამ უკვე მოიგო #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდომ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 10 დეკემბერს პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში მაროკოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

„არსებობს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც პორტუგალიამ უკვე მოიგო – ეს გულშემატკივართა ჩემპიონატია! მხარდაჭერა და სიყვარული, რომელიც ჩვენ ვიგრძენით პორტუგალიელებისგან (და არა მხოლოდ) აქ, კატარში, სამშობლოდან ასე შორს, წარმოუდგენელია.

განაგრძეთ ჩვენი მხარდაჭერა ნებისმიერ დროს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამარჯვებებით გადაგიხადოთ! წინ პორტუგალია!“ – დაწერა რონალდუმ „ტვიტერზე“.

პორტუგალიური გამოცემის, A Bola-ს ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო მაროკოსთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.