კატარი 2022 | გარი ლინეკერი - მადლობა საუთგეიტს, ინგლისმა ისევ მშვენიერი ფეხბურთი აჩვენა #1TVSPORT
კატარი 2022 | გარი ლინეკერი - მადლობა საუთგეიტს, ინგლისმა ისევ მშვენიერი ფეხბურთი აჩვენა #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარი ლინეკერი მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, სენეგალის წინააღმდეგ ინგლისელთა თამაშით აღფრთოვანებული დარჩა. ბრიტანელებმა მეტოქე იოლად დაამარცხეს – 3:0. სენეგალის ნაკრების კარში გოლები ჯორდან ჰენდერსონმა, ჰარი კეინმა და ბუკაიო საკამ გაიტანეს.

„კიდევ ერთხელ ლამაზი ფეხბურთი ინგლისის ნაკრებისგან. მადლობა გარეთ საუთგეიტს გადაწყვეტილებისთვის – მისმა ორივე საკამათო რჩეულმა გამარჯვებაში თავისი როლი ითამაშა, ჩვენ, ყველანი, ამას ვხედავთ”, – დაწერა ლინკერმა „ტვიტერზე“.