კატარი 2022 | გარეთ საუთგეიტი - საფრანგეთის ნაკრებს ყველა პოზიციაზე ტალანტები ჰყავს #1TVSPORT
კატარი 2022 | გარეთ საუთგეიტი - საფრანგეთის ნაკრებს ყველა პოზიციაზე ტალანტები ჰყავს #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან მომავალ მატჩზე ისაუბრა.

„საფრანგეთთან თამაში ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება. ისინი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები არიან, მის შემადგენლობაში ტალანტები თამაშობენ. წარმოუდგენელი მატჩი გველოდება.

კილიან მბაპე მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ამ დონის ტურნირზე მან უმაღლესი ხარისხის თამაშები ჩაატარა. ანტუან გრიზმანს 100-ზე მეტი მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული და ასევე ფენომენალური მოთამაშეა, ჟირუსაც კარგად ვიცნობთ.

ფრანგებს ნახევარდაცვაში მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. თუ ყურადღებით დააკვირდებით, საფრანგეთს ყველა პოზიციაზე ტალანტები ჰყავს, რაც სხვა ნაკრებებში ძალიან იშვიათია“, – თქვა საუთგეიტმა.

ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.