კატარი 2022 | ედენ აზარმა ბელგიის ნაკრებში კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების გარემარბმა ედენ აზარმა 31 წლის ასაკში საერთაშორისო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ გამოაცხადა ბელგიის ნაკრების პრესსამსახურმა და თავის კაპიტანს მადლობა გადაუხადა.
ამ ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ჩააგდო კატარში მსოფლიო ჩემპიონატი, როცა ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხა.
ბელგიის ნაკრებში ედენმა 126 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდში მისი ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიოს 2018 ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალია. ამ პირველობაზე მან „ვერცხლის ბურთი“ მოიპოვა.
„დღეს მე გვერდი გადავშალე… მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, უდიდესი მხარდაჭერისთვის. მადლობა იმ ბედნიერებისთვის, რომელსაც ერთად ვიზიარებდით 2008 წლიდან.
მე დავასრულე საერთაშორისო კარიერა. ახალი თაობა მოდის. მოვიწყენ უთქვენოდ…“ – დაწერა აზარმა სოციალურ ქსელში.