კატარი 2022 | ავსტრალიის ნაკრებმა ტუნისი დაამარცხა და პირველი სამი ქულა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | ავსტრალიის ნაკრებმა ტუნისი დაამარცხა და პირველი სამი ქულა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

D ჯგუფში, მეორე ტურის შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრები ტუნისს შეხვდა და 1:0 მოუგო. პირველ წრეში ავსტრალიელები დიდი ანგარიშით დამარცხდნენ საფრანგეთთან, ტუნისმა კი დანიის წინააღმდეგ მატჩში ქულის მოპოვება მოახერხა.

 

 

 

აქედან გამომდინარე, შეხვედრას ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მეტოქეებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს მოქმედება — 23-ე წუთზე ავსტრალიელებმა ანგარიში გახსნეს და ტაიმიც მათი გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარში ტუნისელები ცდილობდნენ მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა. ავსტრალია კარგად იცავდა თავს და, საბოლოოდ, მოახერხა პირველი გამარჯვების მოპოვება.

ამ მოგებით ავსტრალიამ მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი სამი ქულა მოიპოვა და პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა, ტუნისი კი ურთულეს მდგომარეობაშია — გუნდს ერთი ქულა აქვს და ბოლო ტურში საფრანგეთის ნაკრებთან უწევს თამაში.

D ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 22.11.2022 17:00 დანია-ტუნისი 0:0
I ტური 22.11.2022 23:00 საფრანგეთი-ავსტრალია 4:1
II ტური 26.11.2022 14:00 ტუნისი-ავსტრალია 0:1
II ტური 26.11.2022 20:00 საფრანგეთი-დანია :
III ტური 30.11.2022 19:00 ავსტრალია-დანია :
III ტური 30.11.2022 19:00 ტუნისი-საფრანგეთი :

 

D ჯგუფი
1 საფრანგეთი 1 1 0 0 4-1 3
2 ავსტრალია 2 1 0 1 2-4 3
3 დანია 1 0 1 0 0-0 1
4 ტუნისი 2 0 1 1 0-1 1