კატარი 2022 | არგენტინა-საფრანგეთის ფინალში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ლა ლიგასა და „ატლეტიკოს“ ეყოლებათ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა და საფრანგეთი შეხვდებიან ერთმანეთს.
ყველაზე დიდი წარმომადგენლობა გადამწყვეტ მატჩში ესპანეთის ლა ლიგას ეყოლება. არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებთა მოთამაშეების თითქმის მესამედი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გამოდის – 15 ფეხბურთელი, შემდეგ მოდიან – ინგლისის პრემიერლიგა (9 ფეხბურთელი), საფრანგეთის ლიგა 1 (8), გერმანიის ბუნდესლიგა (7) და იტალიის სერია A (1).
რაც შეეხება კლუბებს, ფინალში ყველაზე მეტი ფეხბურთელი ეყოლება „ატლეტიკოს“ – 4 (ანტუან გრიზმანი, როდრიგო დე პაული, ნაუელ მოლინა, ანხელ კორეა). სამ-სამი ფეხბურთელი ჰყავთ „სევილიას“, „ბაიერნსა“ და „იუვენტუსს“.