კატარელმა შუამავლებმა ირანს ომის დასასრულებლად ახალი შეთანხმების პროექტი წარუდგინეს

15:20, 28.10.2026

კატარელმა შუამავლებმა ირანს ომის დასასრულებლად ახალი შეთანხმების პროექტი წარუდგინეს. ,,როიტერის” ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ თეირანი კვირის ბოლომდე გაგზავნის პასუხს პროექტთან დაკავშირებით.

ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის მიერ განსახილველი ახალი პროექტი შვიდდღიან ვადებს ითვალისწინებს, რაც თეირანისა და ვაშინგტონის შეშფოთებებს ეხმიანება; დოკუმენტში გაწერილია ნდობის აღსადგენი ყოველდღიური ნაბიჯები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას.

ოფიციალური პირის თქმით, პროცესი, შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყოს, შეთანხმების გარანტორად კი რამდენიმე ქვეყანა გამოვა.

მსგავსი