კატალონიისა და შოტლანდიის ლიდერები ერთმანეთს ედინბურგში შეხვდებიან
კატალონიისა და შოტლანდიის ლიდერები ერთმანეთს ედინბურგში შეხვდებიან

კატალონიისა და შოტლანდიის ლიდერები ერთმანეთს ედინბურგში შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგეტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, კატალონიის რეგიონული მთავრობის ლიდერი კიმ ტორა შოტლანდიის პირველ მინისტრის ნიკოლა სტერჯენის გარდა, ასევე შეხვდება ყოფილ კატალონიელ მინისტრს კლარა პონსატის, რომლის ექტსრადირებასაც ესპანეთის ხელისუფლება ითხოვს.

2014 წელს, როდესაც შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გამოცხადდა, დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოსვლის კამპანიაში ასობით კატალონიელი მონაწილეობდა. გასულ წელს კი, კატალონიაში გამართული რეფერენდუმის დროს, ესპანეთის ავტონომიური რეგიონის დმაოუკიდებლობის მხარდასაჭერად აქციები შოტლანდიაში გაიმართა, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წევრი რამდენიმე დეპუტატი კი, ხმის მიცემის პროცედურას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო.