კატალონიის ყოფილი ლიდერი სასამართლოში 17 ნოემბერს გამოცხადდება​
კატალონიის ყოფილი ლიდერი სასამართლოში 17 ნოემბერს გამოცხადდება​

კატალონიის ყოფილი ლიდერი სასამართლოში 17 ნოემბერს გამოცხადდება. პროცესი ბრიუსელში გაიმართება. ინფორმაციას კარლეს პუიჩდემონის ადვოკატი ადასტურებს.

გამომძიებელმა-მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერზე.

პუიჩდემონი აცხადებს, რომ იბრძოლებს ესპანეთის ხელისუფლების უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

”მე არ ვარ ამბოხებული და არც სურვილი მაქვს, რომ ამბოხებული ვიყო. მიყვარს დისციპლინა და მინდა, შევასრულო ის, რაც პარლამენტმა დაამტკიცა. ამბოხებულის როლი ჩემთვის კომფორტული არ არის და ამ
როლის თამაში არ მსურს. ჩემს წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს სიგიჟეა. ეს არ არის სამართალი. ეს შურისძიებაა. მომექცნენ როგორც პედოფილს, სერიულ მკვლელს და ნარკოდილერს. ეს არ არის პოლიტიკა. ესპანეთი მართლმსაჯულებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს”,- აცხადებს კარლეს პუიჩდემონი. კატალონიის ყოფილი ლიდერი ბელგიურ გაზეთთან ” Le Soir”- თან
ინტერვიუში აცხადებს, რომ მზადაა ესპანეთთან ახალი ურთიერთობების დასაწყებად.

“დამოუკიდებლობა კატალონიის კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა არ არის”, – ამბობს პუიჩდემონი .