კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს

02:02, 06.11.2017

ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

დაპატიმრებული ექსმინისტრების უფლებების დამცველი ​ხუამე ალონსო კუვილიასი არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს და ესპანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს არაჰუმანურად მოექცნენ. ყოფილ მინისტრებს ხელბორკილები დაადეს და ნარკობარონების მსგავსად, ხელები ზურგს უკან შეუკრეს. ყოფილ მაღალჩინოსნებს აიძულებდნენ, რომ ესპანეთის ჰიმნი მოესმინათ. ვითხოვთ რეაგირებას“, – აცხადებს ხუამე ალონსო კუველიასი.

კარლეს პუიჩდემონის თანამებრძოლები მადრიდში 2 ნოემბერს დააკავეს.

მსგავსი