კატალონიის განათლების ყოფილი მინისტრი, კლარა პონსატი შოტლანდიის სამართალდამცავებს ჩაბარდა
კატალონიის განათლების ყოფილი მინისტრი, კლარა პონსატი შოტლანდიის სამართალდამცავებს  ჩაბარდა

კატალონიის განათლების ყოფილი მინისტრი, კლარა პონსატი შოტლანდიის სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. იგი გლაზგოს უნივერსიტეტში მოხსენებით უნდა გამოსულიყო, სადაც მას ესპანეთის მთავრობის მხრიდან, კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე უნდა ესაუბრა. უნივერსიტეტში პონსატთან ერთად შოტლანდიელი უფლებადამცველიც აპირებდა გამოსვლას.

ექსტრადიციის შემთხვევაში ყოფილ მინისტრს შესაძლოა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის წაუყენონ ბრალი.

რამდენიმე დღის წინ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის რეგიონული მთავრობის 13 ყოფილ წევრს სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალი წაუყენა, ხოლო 6 პოლიტიკოსის მიმართ დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.

რეგიონული მთავრობის ყოფილი მეთაური კარლეს პუიჩდემონი 25 მარტს გერმანიაში ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.

დატოვე კომენტარი