კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს 13-წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ესპანეთის უზენაესი სასამართლოს განაჩენი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველაზე მძიმე სასჯელი კატალონიის მთავრობის მეთაურის ყოფილ მოადგილეს, ორიოლ ჟუნკერასს მიუსაჯეს.
კატალონიელ პოლიტიკოსებს 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში ედებათ ბრალი.
კატალონიის ხელისუფლების 12 ყოფილ წევრს ასევე ადანაშაულებენ ამბოხისკენ მოწოდებასა და ბიუჯეტის გაფლანგვაში.