კატალონიაში წყალდიდობას ებრძვიან

11:07, 13.07.2025

კატალონიაში წყალდიდობას ებრძვიან. დაზიანებულია გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სტიქიის გამო 200-ზე მეტი ზარი შევიდა, ხოლო სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო ვერტმფრენიც.

მანამდე, პარასკევს, ღამით ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ რამდენიმე ლოკაციაზე განგაშის წითელი დონე გამოაცხადა.

მსგავსი