კატალონიაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 40 კი მძიმედ დაშავდა
კატალონიაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 40 კი მძიმედ დაშავდა

კატალონიაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 40 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ავარიის დროს მატარებელში 150 მგზავრი იმყოფებოდა.

უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, მეწყერმა გამოიწვია. მატარებელი რელსიდან გადავიდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზი მეწყერი იყო.

პოლიციის ცნობით, სამგზავრო მატარებელი ქალაქ ტერასადან მანრესას მიმართულებით მოძრაობდა.