კატალონიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

11:24, 17.02.2026

კატალონიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მსუბუქად დაშავდა.

მედიის ცნობით, ხანძარი ბარსელონის ჩრდილოეთით მდებარე ოსონის რაიონში, ხუთსართულიან შენობაში გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

მსგავსი