კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ათობით აქცია სოციალური დისტანციისა და წესების დაცვით მშვიდობიანად ჩატარდა.

ბარსელონაში კი, საღამოს სეპარატისტების არასანქცირებული მსვლელობა გაიმართა, რომლებმაც ესპანეთის მეფის, ფელიპეს ფიგურა დაწვეს.

როგორც დემონსტრაციის ორგანიზატორ „კატალონიის ეროვნულ ასამბლეაში“ განაცხადეს, რეგიონის მასშტაბით საპროტესტო აქციებში 60 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა კოვიდ-რეგულაციების დაცვით.

11 სექტემბერს კატალონიელები „ლა დიადას“ აღნიშნავენ – 1 714 წელს ესპანეთის მეფის მიერ ბარსელონას დაპყრობას. ბოლო წლებში, ამ დღეს კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით დემონსტრაციები იმართება.