კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერების აქციაზე 53 ადამიანი დაშავდა

01:23, 22.02.2019

კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე 53 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 16 სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია.

კატალონიაში საპროტესტო აქციები 21 თებერვლის დილას დაიწყო. მომიტინგეები რეგიონის პოლიტიკოსების სასამართლო პროცესის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო და სარკინიგზო გზები ჩაკეტეს და საბურავები დაწვეს. 12 ფიგურანტის საქმეზე სასამართლოში მოსმენა 12 თებერვალს დაიწყო. პროკურატურა კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს ამბოხის დაგეგმვაში და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს და მათთვის 25 წლიან პატიმრობას ითხოვს.

მსგავსი