კატალონიაში რეგიონალური მთავრობის მეთაურის არჩევის კენჭისყრა გადაიდო
კატალონიაში რეგიონალური მთავრობის მეთაურის არჩევის კენჭისყრა გადაიდო

კატალონიის პარლამენტის სპიკერმა რეგიონალური მთავრობის მეთაურის ასარჩევად დღეისთვის დაგეგმილი კენჭისყრა გადადო.

როჯერ ტორენტის განცხადებით, ბელგიაში გაქცეული კარლეს პუიჩდემონი ჟენერალიტეტის მეთაურობის ერთადერთი კანდიდატია და სხვა არავინ განიხილება.

როჯერ ტორენტს არ დაუზუსტებია, თუ როდის გაიმართება კენჭისყრა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ, დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბრიუსელში გაქცეული კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური, ამ თანამდებობაზე ლეგალური კანდიდატი ვერ იქნება, რადგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო, მის სახელზე დაკავების ორდერია გაცემული.