კატალონიაში, ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა
კატალონიაში, ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა

„ელ მუნდოს“ ცნობით, კატალონიაში, ნავთობქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. კიდევ ორი ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

ინციდენტი ტარაგონას პროვინციაში მდებარე სამრეწველო-ინდუსტრიულ ზონაში მოხდა. შედეგად ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლომდებარე დასახლების მცხოვრებლებს ურჩია, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და ფანჯრები დახურონ, ვიდრე აფეთქების ზუსტი მიზეზი და შესაძლო შედეგები დადგინდება.

აფეთქების ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები.