კატალონიაში, ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
კატალონიაში, ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

კატალონიაში, ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება ქარხანაში მომხდარმა დაუდგენელმა ინციდენტმა გამოიწვია.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი მოქალაქე აფეთქების ტალღის შედეგად შენობის ჩამონგრევის დროს დაიღუპა.

ინციდენტი ტარაგონას სამრეწველო-ინდუსტრიულ ზონაში მოხდა. როგორც ესპანური მედია იუწყება, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, რომელიც უკვე ესაუბრა კატალონიის მთავრობის წარმომადგენლებს.

როგორც სახანძრო სამსახურები აცხადებენ, ხანძრის ლოკალიზება უკვე მოხერხდა. დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების გამო, ახლომდებარე რეგიონებში დროებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა და საგზაო მიმოსვლა, მოსახლეობას ურჩიეს, სახლში დარჩნენ და ფანჯრები ჩაკეტონ, ვიდრე აფეთქების მიზეზი და შედეგები არ დადგინდება.